ტრენინგის რეფლექსია


                                                                    23.VII 
                                                      ტრენინგის პირველი დღე

         ტრენინგის პირველ დღეს გავიარე ინტელის ძირითადი კურსი– სახელწოდებით „პროექტზე
     დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება".
         გავეცანი ტრენინგის ძირითად მოდულებს, შევქმენი პორტფოლიო, სადაც განვათავსე  საჭირო              საქაღალდეები ინფორმაციისათვის,დავამზადე სასწავლო პროექტის შაბლონი, გავეცანი                          პროექტ არსს, სპეციფიკას და ვიმსჯელეთ მისი მნიშვნელობის შესახებ სასწავლო პროცესში.
          შევქმენი ახალი ბლოგი, ვისწავლე ბლოგზე დამატებითი გვერდების განთავსება და                             სასურველი ფონის შეცვლა, ბოლოს გაჯეტების დადება და განლაგება


                                                                         25/VII
                                                        ტრენინგის მეორე დღე
 
         ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა მეცადინეობაზე განხილული საკითხების მიმოხილვით.
          შემდეგ გავეცანით პროექტის ძირითად მახასიათებლებსა და მოთხოვნებს, განვიხილეთ                         პროექტებზე დაფუძნებული მიდგომები. ელექტრონული სახელმძღვანელოდან ვიხილეთ                   პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
      ტრენინგის ბოლოს მოგვეცა ინსტრუქცია, რომ დაგვემზადებინა პროექტის ბუკლეტი.
     სანიმუშოდ გავეცანით რამდენიმე ბუკლეტის ნიმუშს, შევქმენით ჩვენი ბუკლეტები და                           ავტვირთეთ ბლოგზე.

                                                                        27/VII
                                                     ტრენინგის მესამე დღე

        მესამე დღეს გავეცანით ელექტრონული სახელმძღვანელოდან მე-2 მოდულის I და II 
     აქტივობებს, განვიხილეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევებრომლებიციც მოიცავდა:
·         სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევებს;
·         საინფორმაციომედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევებს;
·         სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევებს.
          შემოთავაზებული უნარ–ჩვევებიდან ავარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო უნარები.
          შემდეგ შევარჩიეთ ესგ–ს საგნობრივი და ისტ–ის სტანდარტიდან შესაბამისი 
        ინდიკატორები და შევუსაბამეთ ჩვენი პროექტის მიზნებს.
      ბოლოს გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვებს:
·         ზოდაგი
·         თემატური
·         შინაარსობრივი


                        
                                                                      30/VII
                                                     ტრენინგის მეოთხე დღე

      ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე განხილული საკითხები. ერთმანეთისთვის გავუზიარეთ წინა ტრენინგზე შექმნილი ბუკლეტები და მოვაწყვეთ პრეზენტაცია. 
      შემდეგ განვიხილეთ მეორე მოდულის საკითხები, კერძოდ, შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ვიმსჯელეთ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებასა და წინარე ცოდნაზე.
      ბოლოს განვიხილეთ ჩვენი პროექტის გეგმა და ჩამოვაყალიბეთ მიზნები, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შექმნა და დისკიდან ბლოგზე ჩვენი ნამუშევრის ატვირთვა.


                                                                   01/VIII
                                                    ტრენინგის მეხუთე დღე

       ტრენინგის მეხუთე დღეს ელექტრონულ სახელმძღვანელოში გავხსენით სტანდარტებისა და    მიზნების რუბრიკა, ავირჩიეთ და მოვნიშნეთ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან და საგნობრივი სტანდარტებიდან შესაბამისი ინდიკატორები და შევუსაბამეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას.       

            ამის შემდეგ გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, რითაც საბოლოო ჯამში ფასდება ჩვენი ტრენინგი და ავირჩიეთ შეფასების შესაბამისი ინდიკატორები.
            ელექტრონულ სახელმძღვანელოში შესრულებული დავალებები გადავიტანეთ და  შევინახეთ  ჩვენს საქაღალდეში.
            ვისწავლეთ powerpoint- ში საკუთარი პროექტის გეგმის აწყობა, შევარჩიეთ სასურველი დიზაინი და შევქმენით პროექტის გეგმა შემდგომი პრეზენტაციისთვის.
           ტრენინგის ბოლოს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და გავეცანით სახელმძღვანელოდან  გამოყენებული ლიტერატურის ნიმუშს.

                                                                  03/VIII  
                                                   ტრენინგის მეექვსე დღ

      ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მიმოხილვით. ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო მეექვსე დღის სამუშაო განრიგი, რომ დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლიდით სასწავლო ნიმუშების შექმნას.
      ამის შემდეგ გავეცანით მე-4 მოდულს. ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა დაგეგმონ და შექმნან მოსწავლეებმა სასწავლო ნაშრომი. სანიმუშოდ განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს რესურსებიდანლობიოს დიდი რბოლადაუკვდავი გმირები - მითის მაგალითი“.
      შემდეგ თითოეულმა ჩვენგანმა ავირჩიეთ მოსწავლის მიერ შესარულებელი დავალება (კედლის გაზეთი, პრეზენტაცია და სხვა). მომზადებული მასალა გადავიტანეთ და შევინახეთ  ჩვენს საქაღალდეში.
შემდეგ ინტერნეტში მივიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და შევინახეთ,,სურათები, აუდიო, ვიდეოს ფაილშიბოლოს სასწავლო გეგმის შაბლონში შევიტანეთ პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები. ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


                                                                  08/VIII 
                                                       ტრენინგის მერვე დღე
  ტრენინგის მერვე დღეგავიხსენეთ წინა დღის საკითხები. გადავხედეთ ელექტრონული სახელმძღვანელოდან მეექვსე და მეშვიდე მოდულებს, კერძოდ, დიფერენცირებასა და ფასილიტაცია
   გავიარეთ მეექვსე მოდულის ძირითადი შეკითხვებ:
·        როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში?
·        როგორ დავადგინო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები?
შემდეგ შევქმენით მასალები, ომლებიც  გამოგვადგება გაკვთილზე, სწავლების ან დაგეგმის პროცესში.

   განვიხილეთ მეშვიდე მოდული ფასილიტაცია, კერძოდ, მოდულის კითხვები:
·         როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებ სწავლების პროცეს
·         როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?

      ბოლოს გავეცანით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის. ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები, რა არის საჭირო წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებისათვისშევქმენით მოსწავლეთა მხადამჭერი ნიმუშების სამი ვარიანტი.




                                                                   10.VII
                                                                  ტრენინგის მეათე დღე 
      ტრენინგის დასასრულს განვიხილეთ მთელი ტრენინგის განმავლობაში განხილული მასალა. მონაწილე მასწავლებლებმა წარვადგინეთ ჩვენი პროექტები. ტრენერისა და კოლეგებისგან მივიღეთ საჭირო რჩევები, რომლებსაც გავითვალისწინებთ პროექტის განხორციელებისას სასწავლო პროცესში.
      ტრენინგის ბოლოს გავიარეთ ყველა ის აქტივობა, რომელიც მთელი ტრენინგის განმავლობაში ვისწავლეთ და დავხვეწეთ.       

                                        

No comments:

Post a Comment